bayern.ge სლაიდერი გვერდი 58
გორეცკა ვფიქრობ ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს
ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ რომ კორონავირუსის გამო შესაძლოა მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართოსაღნიშნულ თემაზე კომენტარი ბაიერნის ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ გააკეთავფიქრობ ცხოვრებაში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს ვიდრე ფეხბურთიათუ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ რომ ეს საჭიროა მაშინ უნდა დავუჯეროთ მათ ეს აუცილებელია როგორც ფეხბურთელებისთვის ასევე ფანებისთვისაც აცხადებს გორეცკა
ბაიერნის მეტოქე გერმანიის თასის 12 ფინალში ცნობილია
დღეს გერმანიის თასის 12 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდამიუნხენის ბაიერნი ფრანქფურტის აინტრახტს დაუპირისპირდება შეხვედრა ალიანს არენაზე ჩატარდებამეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ზაარბრიუკენი და ლევერკუზენი დაუპირისპრდებიან მატჩები 21 და 22 აპრილს გაიმართება
ბაიერნი  აუგსბურგი სასტარტო შემადგნელობა
ბუნდესლიგის 25ე ტურში მიუნხენის ბაიერნი აუგსბურგს უმასპინძლებსმატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელანოიერი პავარი ბოატენგი ალაბა დევისი კიმიხი ალკანტარა გნაბრი მიულერი კოუტინიო ზირკზე
როგორი ფორმით ითამაშებს ბაიერნი აუგბსურგთან ფოტოები
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნის ასმეოცე დაბადების დღის აღსანიშნავად გუნდი მომდევო საშინაო შეხვედრას განსხვავებული ფორმებით ითამაშებსკლუბი აუგბსურგთან თამაშში ეწ რეტრო მაისურებს ჩაიცვამს მსგავსი ფორმები გუნდს 193132 წლების სეზონში ჰქონდაიხილეთ ფოტოები
თებერვლის თვის გუნდში ბაიერნის სამი მოთამაშე მოხვდა
ცნობილმა გამოცემა Whoscoredმა საკუთარი რეიტინგების მიხედვით თებერვლის თვის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნააღსანიშნავია რომ თერთმეტეულში მიუნხენის ბაიერნის სამი ფეხბურთელი მოხვდანახევარდაცვაში ადგილი სერჟ გნაბრიმ და ტიაგო ალკანტარამ დაიკავეს თავდასხმაში კი რობერტ ლევანდოვსკი დადგასულ თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება
სალიჰამიჯიჩი ბაიერნს ვარსკვლავების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრაჰანს ფლიკი ჩვენს ხედვას პატივს სცემს მან იცის რომ კლუბს არ აქვს საშუალება ყოველწლიურად იყიდოს შემდგარი ვარსკვლავებიჩვენ ვერ დავხარჯავთ ტრანსფერებში ყოველთვის დიდ ფულს შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და განვითარებაამან უკვე გაამართლა კიმიხისა და დეივისის შემთხვევაში გუნდს ასევე კიდევ არაერთი კარგი ტალანტი ჰყავს და მათი გვეიმედება აცხადებს სალიჰამიჯიჩი
ბაიერნისა და აუგსბურგის შეხვედრის მთავარი არბიტრი ცნობილია
ბუნდესლიგის 25ე ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში აუგსბურგს უმასპინძლებსხსენებულ შეხვედრას ქალი არბიტრი ბიბიანა შტეინჰაუსი განსჯის39 წლის რეფერისთვის აღნიშნული მატჩი პირველი იქნება კარიერაში აქამდე ის მხოლოდ დამხმარე არბიტრის როლს ასრულებდა და ოფიციალური მატჩი არ განუსჯიაშეგახსენებთ რომ მატჩი კვირას 1830 საათზე გაიმართება
ბაიერნი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად იწყებს
მიუნხენის ბაიერნი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვებარეკორდმაისტერმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა ახალი კამპანია წითლები რასიზმის წინააღმდეგ რომელიც აქტიურად ძალაში ხვალიდან შევააუგსბურგთან თამაშის დროს ბანერებზე სარეკლამო პოსტები არ იქნება მის ნაცვლად კი განთავსდება სიტყვები ტოლერანტობა პატივისცემა მრავალფეროვნება Fair Playგარდა ამისა ეკრანზე ვიდეოები განთავსდება სადაც ბაიერნის ფეხბურთელების მოწოდებები იქნება აღბეჭდილი ალიანს არენას მიმდებარე ტერიტორიაზე კი წითლები რასიზმის წინააღმდეგ წარწერის მქონე მაისურები გაიყიდება რომლის ღირებულებაც 15 ევროა
ფლიკი ყველაფერს მომავალი კვირების განმავლობაში გავიგებთ
კვირას მიუნხენის ბაიერნი აუგბსურგს უმასპინძლებს თამაშამდე ჰანს ფლიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრაჩემი მომავალი კონტრაქტის გაფორმება ერთიორი დღის საქმე არ არის ამას გარკვეული პერიოდის დაკვირვება სჭირდება მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ერთად ვნახავთხავი მარტინესმა და ლუკას ერნანდესმა დღეს ივარჯიშეს და კვირისთვის მზად იქნებიან ისევე როგორც ჟერომ ბოატენგი რაც შეეხება კომანს ის სრულ მზადყოფნაში არააკიმიხი გუნდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია მას ყველა პოზიციაზე იდეალურად შეუძლია თამაში რაც დიდ უპირატესობას გვაძლევსაუგბსურგის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ გულშემატკივრების გასახარებლადმანუელი თავის მომავალზე არ ღელავს მან იცის თავისი როლი გუნდში მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია აცხადებს ფლიკი
უახლესი ცნობები სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით
ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ არ ცხრებაბრიტანული გამოცემა Daily Telegraphის ინფორმაციით 24 წლის ვინგერმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა მას სიტის რიგებში სურს დარჩენაწყაროს ცნობით გერმანელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა რომ ახალი კონტრაქტიც კი გააფორმოს ქალაქელებთანშეგახსენებთ რომ სანეს შეძენას ბაიერნი უკვე რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარაა ცდილობს
გერმანიის ნაკრების მეორე ფორმა ევრო 2020ისთვის ფოტო
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ მცირე დრო რჩება და ნაკრებები საკუთარი ფორმის წარდგენაზე ზრუნვას იწყებენჯერჯერობით გერმანიის ნაკრების ფორმა ოფიციალურად არ არის დამტკიცებული თუმცა ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ფოტო თუ როგორი იქნება ბუნდესნაკრების მეორე ფორმა ევროტურნირზედიდი ალბათობით იოახიმ ლოვის ბიჭები სტუმრად თამაშის შემთხვევაში ამ ფორმით წარსდგებიან
ბილბაოს პრეზიდენტმა ხავი მარტინესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ ხავი მარტინესი შესაძლოა ბილბაოს ატლეტიკში დაბრუნდესაღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ბასკების პრეზიდენტმა აიტორ ელიზეგიმ გააკეთამნიშვნელოვანია რომ თავად მასაც უნდოდეს გუნდში დაბრუნება მარტინესი ბევრ რამეს მისცემს ჩვენს გუნდსის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ახალგაზრდებს დაეხმარება განვითარებაში მის დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები აცხადებს ბილბაოს პრეზიდენტი
ბაიერნი ჩაკვეტაძის თანაგუნდელის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის ბაიერნის რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდაამჯერად რეკორდმაისტერის სამიზნე ბელგიური გენტის შემტევი ჯონათან დეივიდია20 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს მან ბელგიის იუპიერლიგის 26 მატჩში 18ჯერ შეძლო თავის გამოჩენა და გუნდის უდაო ლიდერად ჩამოყალიბდაროგორც ცნობილია გენტი დეივიდის 25 მილიონ ევროდ აფასებს და ნაკლებ თანხად გაყიდვას არ აპირებსშეგახსენებთ რომ ბუფალოების რიგებში ასევე ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ირიცხებიან
ვინ ურჩია გნაბრის არსენალის დატოვება
სერჟ გნაბრი დღესდღეისობით ევროპის ერთერთი საუკეთესო ვინგერი და ბაიერნის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თუმცა სიტუაცია შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო24 წლის ფეხბურთელს მეთოფეთა რიგებში შანსი საკმაოდ იშვიათად ეძლეოდაესპანელი ჟურნალისტის გილემ ბალაჟის განცხადებით ყველაფრის მიუხედავად ახალგაზრდა ვინგერი არსენალში დარჩენას აპირებდა თუმცა აზრი მისმა თანაგუნდელებმა გადააფიქრებინესჟურნალისტს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ფეხბურთელმა გუნდელებს დაუჯერა და ინგლისიდან ბრემენის ვერდერს მიაშურა ერთი წლის შემდეგ კი რეკორდმაისტერის ფორმა მოირგო
პერიშიჩის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის ბაიერნის ლაზარეთი ნელნელა იცლებაგერმანული გამოცემა Kickerის ინფორმაციით ივან პერიშიჩმა კოჭის ტრავმა უკვე მოირჩინა და ის მინდორზე დასაბრუნებლად მზადააწყაროს ცნობით ხორვატმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის კურსები გაიარა და მომავალ კვირაში რეკორდმაისტერის დახმარებასაც შეძლებსშეგახსენებთ რომ პერიშიჩმა ტრავმა თებერვლის დასაწყისში ვარჯიშის დროს მიიღო
რეალის რადარზე იოზუა ზირკზე ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა
მადრიდის რეალი სერიოზულად არის დაინტერესებული მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავსი იოზუა ზირკზეს დამატებითესპანური გამოცემა Don Balonის ინფორმაციით ზინედინ ზიდანი 19 წლის ფეხბურთელში დიდ პოტენციალს ხედავს და მას თავისი სამომავლო გეგმების ნაწილად მიიჩნევსჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდას აპირებს სამეფო კლუბი ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდშეგახსენებთ რომ ზირკზემ ბაიერნის მაისურით მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში სულ 100 წუთი გაატარა მინდორზე და 3 გოლის გატანა მოახერხა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0