მანუელ ნოიერი ბრემენთან 3 - 0 გამარჯვების შემდეგ:
"გასულ კვირას კიელთან მატჩის უმეტესი ნაწილი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ სამი გავუშვით.
დღეს უკეთესად ვითამაშეთ და 90 წუთის განმავლობაში დისციპლინირებული ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარის სუფთად შენარჩუნება.
მეორე ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა. ახლა რთული თამაშები გვაქვს, ორჯერ სელტიკთან და ლევერკუზენთან. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულები ვიყოთ.”
ნოიერი არ არის დარწმუნებული, რომ მომავალი სეზონი მისთვის ბოლო იქნება:
"კლუბს და მე გვინდოდა ერთი წლით გაგვეხანგრძლივებინა. ვნახოთ, რა მოხდება".