დაიო უპამეკანო დღეს მოედანს დაუბრუნდა. ფრანგმა მცველმა ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია ხრტილის გასასწორებლად — ასეთი ტიპის ქირურგიულ ჩარევას ხანგრძლივი შეხორცების პერიოდი არ სჭირდება, რის გამოც უპამეკანო მინდორს სწრაფად დაუბრუნა.
თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორ მოერგება მისი მუხლი დატვირთვას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი საბოლოო დაბრუნების ვადაც.
მატჩის შემდეგ უპამეკანომ ჟურნალისტებს განუცხადა: „კარგად ვარ. დავბრუნდები.“