kicker: "ვირცი სავარაუდოდ ლევერკუზენს დატოვებს. ბაიერნი მთავარი კანდიდატია"

kicker: "ვირცი სავარაუდოდ ლევერკუზენს დატოვებს. ბაიერნი მთავარი კანდიდატია"

"ლევერკუზენსა და ფლორიან ვირცის ბანაკს დეკემბრიდან მოყოლებული აქვთ პრინციპული შეთანხმება ახალი კონტრაქტის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი დარჩენას გადაწყვეტდა.

მას შემდეგ ლევერკუზენი საბოლოო დასტურს ელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, ვირცის პოზიცია შეიცვალა.
თავდაპირველად, ვირცის ბანაკის მოსაზრება იყო, რომ ფეხბურთელს განვითარებაში კიდევ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი და ამისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ ლევერკუზენი იყო, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგეგმებოდა ტოპ-კლუბში გადასვლა. თუმცა გერმანელი უკვე ამ ზაფხულს წასვლას განიხილავს და ეს ნაბიჯი არც იქნება ნაადრევი, იმ დონიდან გამომდინარე, რაც მან უკვე მიაღწია.

ბაიერნი ბოლო კვირების განმავლობაში ღიად ავლენს ინტერესს ვირცის მიმართ. ამბობენ, რომ ული ჰიონესიც კი მზად არის ბანკიდან სესხი აიღოს მისი ტრანსფერის დასაფინანსებლად. თომას მიულერის კონტრაქტის გადაწყვეტილებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - კლუბი ცდილობს ადგილი გაათავისუფლოს ვირცისთვის.

გარდა ბაიერნისა, ფლორიან ვირცით ასევე დაინტერესებულია მანჩესტერ სიტი, რომელიც მას კევინ დე ბრუინის შემცვლელად და გუნდის ხელახალი ჩამოყალიბების მთავარ ფიგურად მოიაზრებს.

ლევერკუზენს ვირცისა და მისი ოჯახის წინაშე ვადები არ დაუწესებია. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ დაელოდონ - რადგან ამ ეტაპზე ზეწოლის ბერკეტი არ გააჩნიათ." - წერს გერმანული გამოცემა 'kicker'.


10-04-2025, 02:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0