კომპანი ინტერთან მატჩში შემადგენლობაში შესაძლო შეცდომებზე (გამოცდილების ნაკლებობის გამო):
„ასეა ყველა საქმეში. როცა რამეს იწყებ, ყოველთვის უნდა ელოდო, რომ კითხვები იქნება შენს გამოცდილებაზე. მოტივაცია დიდი მაქვს, მაგრამ უბრალოდ უნდა დაიწყო და მიიღო გადაწყვეტილებები.
ასე რომ, ეს შეკითხვა ჩემთვის პრობლემა არ არის. თუმცა, თითოეული მატჩის კონტექსტი მნიშვნელოვანია. მიულერი გამოვიდა და გოლი გაიტანა. ცვლილებები ყოველთვის ორი მხრიდან ფასდება - შეიძლება იფიქრო, რომ მწვრთნელის კარგი გადაწყვეტილება იყო, ან იფიქრო, რომ შეცდომა იყო.
მწვრთნელმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ხალხი იტყვის: „კარგია, რომ შეცვლაზე შემოიყვანა“ ან „რატომ არ დააწყებინა სასტარტოდან?“ - როცა აგებ, ამას უნდა შეეგუო. ვერაფერს შეცვლი.
ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ყველა მოთამაშე გვჭირდება. ამ მატჩში ბევრი კარგი რამ ვნახეთ. არ მოგვიგია - მაგრამ ჯერ არც წაგვიგია.“