“ბაიერნი გეგმავს ჟოაო პალინიას გაყიდვას ამ ზაფხულს და იმედოვნებს, რომ შეძლებს უკან მიიღოს ნაწილი იმ 51 მილიონი ევროსი, რომელიც გასულ წელს ფულემს გადაუხადეს. პალინიას პრემიერლიგაში ჯერ კიდევ კარგი რეპუტაცია აქვს, რაც ბაიერნს იმედს აძლევს, რომ მიიღებს გონივრულ შეთავაზებებს.
რაც შეეხება კომპანის, პალინია უბრალოდ არ შეესაბამება ბელგიელი მწვრთნელის სისტემასა და საჭიროებებს. პორტუგალიელი ნახევარმცველი კომპანის დანიშვნის დროს ბაიერნში უკვე იყო და ის უფრო ტუხელის ხედვებს იყო მორგებული. კლუბიც მთლიანად თანხმდება კომპანის აზრზე – მათ სურთ პალინიას გაყიდვა, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.
თვითონ პალინიას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბაიერნში წარმატების მიღწევა შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ეს შთაბეჭდილება ყველას არ აქვს.” - წერს ‘BILD’-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.