ბაიერნის ხელმძღვანელობა ელოდება, რომ ფლორიან ვირცის ტრანსფერი ამ ზაფხულს 130-140 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდებათ, მათ შორის ბონუსებიც.
თუ ფეხბურთელი დათანხმდება ტრანსფერს, მიუნხენელები დაიწყებენ მოლაპარაკებებს „ლევერკუზენთან“. კლუბს ფინანსურად შეუძლია მსგავსი ტრანსფერის განხორციელება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი დიდი ინტერესით აკვირდება ვირცის პროგრესს და თვლის, რომ ის შესაძლოა გახდეს გუნდის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მომავალი წლებისთვის.
მიუნხენელებს სურთ თაობათა ცვლის პროცესის გამყარება და ვირცი იდეალურად ჯდება კლუბის სტრატეგიაში.