ჰენრიხ მხითარიანი: “ძალიან რთული თამაში გველის ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
ბაიერნში თქვეს, რომ პირველი მატჩის შემდეგ ზედმეტად ვიზეიმეთ? რაც უნდათ, ის თქვან – ჩვენ ვიცით, რაც გავაკეთეთ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ გვიხაროდა, რომ გავიმარჯვეთ იმ გუნდის მოედანზე, რომელიც იშვიათად აგებს სახლში.
ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ბევრი ადამიანი კლუბის გარეთ ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამის მოსმენა – ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია.”