ჰარი კეინი იმაზე, იყო თუ არა ინტერის აღნიშვნა დამატებითი მოტივაცია ბაიერნისთვის:
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე საკმარისი მოტივაცია გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია შედეგის შემოტრიალება.
პირველ მატჩში საკმარისი მომენტები გვქონდა. უნდა ვეცადოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და უკეთესადაც, განსაკუთრებით მომენტების რეალიზაციის მხრივ.
არ ვფიქრობ, რომ ინტერი თვითკმაყოფილი იქნება. ისინი ჩვენი მხრიდან მძიმე მატჩს ელიან.“