ფლორიან ვირცი და მისი ოჯახი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და შესაძლოა სეზონის დასრულებამდე დაიცადონ, რათა შეაფასონ შედეგები და დაფიქრდნენ სპორტული თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია მიუნხენში გადასვლა.
მოთამაშისთვის ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, იმაზეა დამოკიდებული, რომელ კლუბში ექნება ჩემპიონთა ლიგის და „ოქროს ბურთის“ მოგების საუკეთესო შანსი.
SPORTBILD-ის ინფორმაციით, ვირცს გარკვეული სია აქვს წარმოდგენილი:
რეალ მადრიდი
მანჩესტერ სიტი
მიუნხენის ბაიერნი
ამავდროულად, მის მამას ბაიერნისადმი აქვს სიმპათიები.
ფეხბურთელს დრო მაისის ბოლომდე აქვს, რათა დააკვირდეს რეალის სამწვრთნელო სიტუაციას და გაირკვეს, გადავა თუ არა იქ ჩაბი ალონსო.
პეპ გუარდიოლა ვირცით ძალიან დაინტერესებულია და პირადად აუხსნა თავისი გეგმები – მას ვირცი იდეალურ შემცვლელად მიაჩნია დე ბრუინისთვის. სიტი მზად არის გადაიხადოს ლევერკუზენის მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო და ფეხბურთელს მაღალ ხელფასიც შესთავაზოს.
ბაიერნში კი ვირცს იმავე დიაპაზონში ექნება ანაზღაურება, როგორც ჯამალ მუსიალას – დაახლოებით 25 მილიონი ევრო წელიწადში.