მაქს ებერლმა ინტერთან მატჩის შემდეგ განაცხადა:
„როცა ტურნირიდან ასე გავარდები, ბუნებრივია გული დაგწყდება. ვფიქრობ, ორივე მატჩში ნამდვილად არ ვიყავით უარესი გუნდი. ალბათ, უფრო იღბლიანმა განაგრძო გზა.
ყველაფერი დავდეთ მოედანზე, მაგრამ ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. მიუხედავად ამისა, უკან დავბრუნდით და გვქონდა შანსი ანგარიში 3:2 გაგვეხადა, თუმცა ვერ შევძელით. სამწუხაროდ, ფინალის ოცნება, რომელიც სახლში გვქონდა, დაიმსხვრა. ახლა უნდა ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან.
ძალიან მცირე სხვაობით გამოვეთიშეთ მეოთხედფინალში - ეს უნდა დავიმახსოვროთ და შემდეგ სეზონში კვლავ ვცადოთ შეტევა. ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და ხუთ თვეში ისევ იწყება ჩემპიონთა ლიგა. ახლა შეიძლება იმედგაცრუებულები ვიყოთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია ამ ადგილიდან ამაყად წასვლა.“