მაქს ებერლის განცხადება ლაიპციგთან მატჩის შემდეგ:
„გუნდში ატმოსფერო ძალიან პოზიტიურია. პირველი ტაიმი საშუალოდ ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალედ დავბრუნდით.
ლაიპციგის ბოლო წუთის გოლი გამაღიზიანებელია, მაგრამ ახლა ცხრა ქულით ვასწრებთ და ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ტიტულისკენ.
ჩვენ ნახევრად სავსე ჭიქას ვხედავთ, რადგან 0:2-დან დავბრუნდით. ლაიპციგს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ კარგი გუნდია. თამაშის ბოლოს ვდომინირებდით. ახლა ტიტულის სახლში გაფორმება გვინდა და მთელი ყურადღება გლადბახზე გვაქვს მიმართული. ამ ქულით მაინც კმაყოფილები ვართ.”