ბაიერნის ხელმძღვანელობის დიდი სურვილია, რომ მომავალ სეზონში კლუბის აკადემიის მეტი ტალანტი ინტეგრირდეს ძირითად გუნდში და მიიღოს შანსი თავის წარმოსაჩენად.
ისინი მიიჩნევენ, რომ აკადემიაში უკვე არსებობს საკმარისი ტოპ-ტალანტები, მაგალითად, ლენარტ კარლი და კასიანო კიალა, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად უნდა მიიღონ შესაძლებლობა.
ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს აკადემიის განწყობასა და მოტივაციას, არამედ კლუბს დაეხმარება ხელფასების ბიუჯეტის შემცირებაში.