მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ FIFA-სთან ინტერვიუში მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და გუნდის მოტივაციაზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა გულახდილად აღიარა, რომ ბოლო ორი მუნდიალის ჩავარდნის გამო ფანებმა ნაკრების მიმართ რწმენა დაკარგეს, თუმცა გუნდი მზად არის, წელს ყველაფერი გამოსწოროს.
გორეცკას თქმით, გერმანია ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის არ მოიაზრება, მაგრამ როგორც დიდ საფეხბურთო ქვეყანას, მოლოდინები მაინც უმაღლესი აქვთ. ბუნდესგუნდის ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება და გუნდი ტურნირის მსვლელობისას მოუმატებს, მათთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.