კიმიხის ემოციური ინტერვიუ: “გვინდა, რომ გერმანია კვლავ ამაყი გავხადოთ..”

კიმიხის ემოციური ინტერვიუ: “გვინდა, რომ გერმანია კვლავ ამაყი გავხადოთ..”

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, იოზუა კიმიხმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩის წინ გავლენიან გამოცემა BILD-თან ინტერვიუში გუნდის მთავარ მიზნებსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. კაპიტნის თქმით, ნაკრები გრძნობს, რომ მთელ ქვეყანას წარმოადგენს და ეს ტურნირი მათთვის განსაკუთრებულია.

„ჩვენი უდიდესი მიზანია, რომ გერმანია კვლავ ამაყი გავხადოთ. გვაქვს უდიდესი შანსი, ქვეყანაში დიდი სიხარული და მუხტი შევიტანოთ. კაპიტნის ამპლუაში ჩემი როლი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა აღნიშნა კიმიხმა.

მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა ნაკრებში არსებულ ატმოსფეროზეც გაამახვილა ყურადღება და ისტორიული პარალელი გაავლო: „გუნდში უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას ვგრძნობ. თუ მთელი გულითა და ვნებით ვითამაშებთ, შევძლებთ ეს მუხტი მთელ ქვეყანას გადავცეთ და ისეთივე იმპულსი შევქმნათ, როგორიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, რომელიც ბავშვობაში ჩემი თვალით ვნახე. მოედანზე რთული მომენტებიც გვექნება, მაგრამ იმის ცოდნა, რომ მთელი ქვეყანა ჩვენ ზურგსუკან დგას, უზომოდ დაგვეხმარება“.


გუშინ, 15:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2