საგანგებო მომზადება სეზონისთვის: დეივისმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა

საგანგებო მომზადება სეზონისთვის: დეივისმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა

მიუნხენის ბაიერნში ნათანიელ ბრაუნის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, კულუარებში ალფონსო დეივისის მომავალზე აქტიური მსჯელობა დაიწყო. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კანადელ ფლანგელს კლუბის დატოვების არანაირი სურვილი არ აქვს. პირიქით, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ვინსენტ კომპანის გუნდში თავისი ადგილისთვის იბრძოლოს, რისთვისაც ახალი სეზონის სტარტს მაქსიმალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა შეხვდეს.

სპორტული კონდიციების გასაუმჯობესებლად დეივისმა ინდივიდუალური მუშაობა დაიწყო და პირადი მწვრთნელი, მათიას ბლანკენბურგი დაიქირავა. ფეხბურთელი ამჟამად სწორედ მასთან ერთად გადის სპეციალურ პროგრამას, რათა მოედანზე ძველი სისწრაფე და სტაბილურობა დაიბრუნოს.

დეივისმა თავის ფიტნეს-მწვრთნელთან თანამშრომლობაზე თავადვე ისაუბრა: „მათიასი უბრალოდ დიდებულია. ის მეხმარება, რომ სრულფასოვან ფიზიკურ ფორმას დავუბრუნდე. მიმაჩნია, რომ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მასთან მუშაობას კვლავ ვაგრძელებ, რადგან ის მაქსიმალურად მეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მუდმივ მზადყოფნაში ყოფნაში“.


გუშინ, 13:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2