ალექსანდრ ნიუბელის სატრანსფერო საგა დასრულდა - გერმანელი მეკარე კარიერას ოფიციალურად სტამბოლის ბეშიქთაშში გააგრძელებს. მიუნხენის ბაიერნსა და თურქულ კლუბს შორის ბოლო საათებში მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.
გარიგების ფინანსური დეტალები ასე გამოიყურება: ბეშიქთაში მიუნხენურ გრანდს ფიქსირებული სახით 6.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება. თავად ნიუბელმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის პირობებსა და კომპენსაციაზე ბაიერნთან სერიოზული უთანხმოება არსებობდა და ტრანსფერის ჩაშლის საფრთხეც რეალური იყო, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. ნიუბელისთვის მიუნხენური ეპოქა საბოლოოდ დასრულდა და ის სტამბოლში ახალ გამოწვევას იწყებს.