გერმანიის ეროვნულ ნაკრებში არსებული გაურკვევლობა საბოლოოდ დასრულდა: რუდი ფიოლერი დაკავებულ პოზიციას არ დატოვებს. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი თავის პოსტზე მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნის შემდეგ, გერმანელს გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული და საკუთარ მომავალზე ფიქრობდა. თუმცა, ფედერაციის ხელმძღვანელობისა და იურგენ კლოპის მხრიდან სრული ნდობისა და მხარდაჭერის მიღების შემდეგ, მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.
ამრიგად, რუდი ფიოლერი ბუნდესნაკრების სპორტული დირექტორის როლში ევრო 2028-ის ბოლომდე იმუშავებს. ის ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად უხელმძღვანელებს იმ დიდ რეფორმას, რომელიც გერმანულ ფეხბურთს უახლოეს წლებში ელოდება.