მიუნხენის ბაიერნმა 2026/27 წლების სეზონის ახალი გასვლითი ფორმა ოფიციალურად წარადგინა. გერმანულმა გრანდმა და Adidas-მა ამჯერად აქცენტი კლასიკურ, რეტრო დიზაინზე გააკეთეს.
ახალი გასვლითი მაისური თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც განსაკუთრებულ იერსახეს მუქი ლურჯი საყელო და მკლავებზე დატანილი წითელ-ლურჯი ზოლები სძენს.![]()
![]()
![]()
![]()