მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მალიკ ტილმანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ის დაახლოებით 4-6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს დაბრუნებას.
ტილმანი 2015 წლიდან "ბაიერნის" აკადემიის წევრია და გასულ სეზონში სარეზერვო გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. იგი საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და 8 თამაშში 5 გოლის გატანაც მოასწრო.