მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარსკვლავის, კალუმ ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა და ახლა პასუხს ელოდება.
წყაროს ცნობით, მიუნხენელები ოდოის ერთწლიანი იჯარით დამატებას, შემდგომ 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით აპირებენ. თუმცა, თავად "ჩელსის" მოთხოვნა გამოსყიდვის აუცილებლობაა.
შეგახსენებთ, რომ ოდოისადმი ინტერესი თავად "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც დაადასტურა.