"არმინიასთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მოვდუნდით და შედარებით ნელები ვიყავით."
"მეოთხე გოლის გატანის შემდეგ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა, რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო პაუზის შემდეგ." - აცხადებს ლევანდოვსკი.