მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა გარემარბმა, კინგსლი კომანმა რამდენიმე წლის წინ, ეროვნული ნაკრების თანაგუნდელებთან შეხვედრა გაიხსენა.
"სანაკრებო შეკრებების დროს გუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად ვატარებთ დროს და კარგი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა."
"ჩემპიონთა ლიგაზე 8:2 გამარჯვების შემდეგ "ბარსელონას" ფრანგ ფეხბურთელებს, გრიზმანს, დემბელესა და ლენგლეს ვესაუბრე. მითხრეს რომ იმ საღამოს "ბაიერნი" იდეალური იყო და საოცარი ფეხბურთი ვაჩვენეთ."
"ვფიქრობ, მართლები არიან. ჩვენ ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ." - აცხადებს კომანი.