ბუნდესლიგის მეექვსე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "კიოლნთან" გამართავს შეხვედრას.
გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება. გუნდს, სავარაუდოდ, იოზუა კიმიხი ვერ დაეხმარება.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ფლიკმა მას დასვენების საშუალება მისცა.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ კიმიხი "კიოლნთან" შეხვედრაში არ ითამაშებს. დიდი ალბათობით, ის ჩემპიონთა ლიგაზე, "ოლიმპიაკოსთან" მატჩში დაბრუნდება.