მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ძალიან კარგი განწყობაა, რაც გუნდის ვარჯიშებზეც ნათლად იგრძნობა.
ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბოლო ვარჯიშზე "ჩელენჯი" მოაწყვეს. წესები მარტივი იყო. 16 მეტრიდან დარტყმები მეკარე ჰოფმანის კარში. გაფუჭებული დარტყმის შემთხვევაში კი "მკაცრად ისჯები".
თავდაპირველად დარტყმის შესრულება ჰანს ფლიკს მოუწია, რომელსაც არ გამოუვიდა. "სასჯელმაც" არ დააყოვნა და გუნდის ბოსს აზიდვების გაკეთება მოუწია, რაზეც ჩუპო-მოტინგმა, სერჟ გნაბრიმ, კრის რიჩარდსმა და მარკ როკამ იხალისეს.
თუმცა, კამერუნელი ფორვარდის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მიზანს არც ჩუპო-მოტინგის დარტყმამ უწია და ფეხბურთელსაც აზიდვების გაკეთება მოუწია.
იხილეთ ფოტოები: