მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ჰერბერტ ჰაინერმა დავიდ ალაბას კონტრაქტზე ისაუბრა.
"ჩვენ მას წარვუდგინეთ სრულიად სამართლიანი და მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი, განსაკუთრებით კი მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.
"დავიდის აგენტს ვუთხარით, რომ პასუხი ოქტომბრის დასრულებამდე გვჭირდებოდა, რადგან სამომავლო გეგმები განგვესაზღვრა. თუმცა, შაბათამდე მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია."
"შემდგომ, ჩვენი სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი მათ აგენტს ესაუბრა და ასეთი პასუხი მიიღო: "კონტრაქტი კვლავ არადამაკმაყოფილებელია, მოსაფიქრებლად დრო გვჭირდება."
"ჩვენ კი ვთვლით, რომ ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია. ეს ნიშნავს, რომ მეტი შეთავაზება აღარ იქნება." - აცხადებს ჰაინერი.