3 ვარიანტი - ვინ უნდა ჩაანაცვლოს იოზუა კიმიხი

3 ვარიანტი - ვინ უნდა ჩაანაცვლოს იოზუა კიმიხი

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა და ლიდერმა, იოზუა კიმიხმა სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც ის გუნდს სავარაუდოდ 2-3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ალბათ საინტერესოა, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ის ნახევარდაცვის ხაზში. ვარიანტი სამია.

პირველი ეს გახლავთ კორენტინ ტოლისო. ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველისთვის ალბათ ეს ბრწყინვალე შანსი იქნება თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ის გუნდში 2017 წელს მოვიდა, თუმცა, პირველი სეზონის შემდეგ ძალიან იშვიათად ეძლევა ძირითად შემადგენლობაში შანსი და ახლა შეუძლია, რომ ჰანს ფლიკს აჩვენოს თავისი დონე.

კიმიხის მსგავსად ტოლისოს კარგად შეუძლია როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი ფუნქციების შეთავსება. შესაბამისად, ის ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა.

მეორე ვარიანტი ხავი მარტინესია. ბასკი საყრდენი გასულ ზაფხულს წასვლის პირას იყო, თუმცა, საბოლოოდ გუნდში დარჩა და როტაციის დროს მას ეძლევა სათამაშო დრო. კიმიხის ტრავმის შემდეგ კი ეს ციფრი უფრო გაიზრდება. მარტინესს "ბაიერნის" ისტორიაში დიდი როლი უკავია. მან 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მისი გამოცდილების ხარჯზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის თავისუფლად მოახერხებს კიმიხის ჩანაცვლებას საყრდენ ზონაში. მთავარი კითხვაა, რამდენად შესწევს იმის ძალა ამ გადატვირთული გრაფიკის დროს სრული დატვირთვით ითამაშოს დიდი ხნის მანძილზე.

და მესამე ვარიანტი მარკ როკა გახლავთ. ის კიდევ ერთი ესპანელი ნახევარმცველია, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა. როკა ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა, რომელზეც "ბაიერნი" დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა, სამწუხაროდ 1 სათასო მატჩის გარდა მისი შესაძლებლობების ნახვა ვერ მოვახერხეთ. დიდი ალბათობით, ის კვლავ ვერ იქნება ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, ის აუცილებლად მისცემს დასვენების საშუალებას გორეცკასა და ზემოხსენებულ მოთამაშეებს და ამით მისი სათამაშო დროც გაიზრდება.


8-11-2020, 23:07
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0