გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.
ხსენებული შეხვედრის განაცხადში არ იყო "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე. გერმანული გამოცემა BILD ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, ზულეს განაცხადში ვერმოხვედრის მიზეზი ჭარბი წონაა. ფლიკი ფიქრობს, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ ზედმეტი წონა ვერ მოიშორა და ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კახაბერ ცხადაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა და როგორც ჩანს, ფლიკმა მისი განცხადება გაითვალისწინა (ავტორის ხუმრობა).