მიუნხენის "ბაიერნი" სამომავლო გეგმებისთვის ახალი თავდამსხმელის ძიებაშია.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, კლუბს პირველი სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს და ეს დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერი, ერლინ ჰოლანდია.
გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით ბორუსიელებმა "ბაიერნში" ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვეს, თუმცა, ეს სხვა შემთხვევაა.
კონტრაქტის მიხედვით, 2022 წლიდან გამოსასყიდი ფასი ამოქმედდება, რომლის გადახდის შემთხვევაშიც ნორვეგიელ ფორვარდის შეძენა ნებისმიერ კლუბს შეუძლია.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ამ დროს პოლონელი უკვე 34 წლის იქნება.