მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"სრულიად მესმის ლეო მესის, რომელმაც მაისურის გაცვლა არ ისურვა. ის დამწუხრებული იყო. არავის სურს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა."
"ლეო ჩემი ბავშვობის კუმირია. კანადაში ყოფნის დროს მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ლეოს წინააღმდეგ გამოსვლა ოცნების ახდენას ჰგავს."
"გერმანიაში და "ბაიერნში" რაც შეიძლება დიდხანს მსურს დარჩენა. ჯერ ჩემი კარიერა ახლა იწყება და წინ დიდი მიზნები მაქვს." - აცხადებს დეივის.