მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ამბებია. გუნდის მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი დასაბრუნებლად ემზადება.
დღეს კანადელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც ნიშნავს, რომ ფონზის უკვე მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.
მოგეხსენებათ, შაბათს "ბაიერნი" პრინციპულ დაპირისპირებაში "ლაიფციგს" შეხვდება. შესაბამისად, თუ ჰანს ფლიკი გადაწყვეტს, მასში მონაწილეობის მიღება ალფონსო დეივისსაც შეეძლება. თუმცა, უფრო მეტად მისი დაბრუნება შემდეგ კვირაში არის მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ კანადელმა უკანასკნელი შეხვედრა 24 დეკემბერს, "აინტრახტის" წინააღმდეგ ჩაატარა.