ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ბუნდესლიგის გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა.
შემადგენლობაში "რეკორდმაისტერის" მხრიდან 2 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან თომას მიულერი და კინგსლი კომანი.
მოგეხსენებათ, "ბაიერნი" გასულ კვირაში საკუთარ კედლებში "ლაიფციგს" დაუხვდა და დაუზავდა - 3:3. თომასმა თავი დუბლით, კინგსლიმ კი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
იხილეთ სრული თერთმეტეული: