ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო "რეკორდმაისტერს" ამ შეხვედრაში კიდევ ერთი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება.
გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, პოლონელმა თავდამსხმელმა "ლაიფციგთან" მატჩის შემდგომ კუნთის არეში ტკივილები იგრძნო, რის გამოც მისი თამაში მოსკოველთა წინააღმდეგ გამორიცხულია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ლევანდოვსკის ტრავმის სიმძიმე და შეძლებს თუ არა ის შაბათს, ბერლინის "უნიონის" წინააღმდეგ თამაშს.