მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "უნიონთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენი მომავალი მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც კარგად თამაშობს. ისინი კარგად უტევენ და ბევრი გოლიც გააქვთ."
"წლის დასრულებამდე 3 მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, რომ პოზიტიურ ნოტაზე შევხვდეთ 2021-ს. სტანდარტულების კუთხით შედარებით მოვუმატეთ, რაც კარგია."
"ტოლისომ გუშინ ივარჯიშა და გუნდთან ერთადაა. ფინალური ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა. კიმიხი მომავალი კვირიდან შეუერთდება გუნდს."
"ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის საოცნებო ტურნირია. ჩვენ მისი გემო გასულ სეზონში გავიგეთ და არც მიმდინარე სეზონში ვაპირებთ რაიმეს დათმობას. თუმცა, უპირველესი მიზანი ბუნდესლიგაა."
"ამ მომენტისთვის კომანი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან დიდი პროგრესი განიცადა, ეხმარება დაცვას და ასრულებს გოლებსა და საგოლე გადაცემებს. მეტი რა უნდა მოითხოვო ვინგერისგან?" - აცხადებს ფლიკი.