მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბერლინის "უნიონთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"უნიონის გოლის ეპიზოდში ცუდად დავიცავით თავი. პირველ წუთებში, თითქოს, მინდორზე საერთოდ არ ვიყავით. მეტოქის პირველივე შეტევაზე გოლის გაშვება თავდაჯერებულობას გიკარგავს."
"გუნდის დაცვით უკმაყოფილო ვიყავი. ასევე, შეტევაშიც ვერ ვქმნიდით სივრცეებს. ამაზე შესვენების დროს ვისაუბრეთ და მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, მაგრამ, საერთო ჯამში უკეთესად უნდა ვითამაშოთ."
"გორეცკამ სირბილის დროს მცირე დისკომფორტი იგრძნო. სერიოზული არაფერია, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით შევცვალეთ."
"ზულემ დღეს ტრავმის გამო არ ითამაშა. ამ შემთხვევაშიც სერიოზული არაფერია. ოთხშაბათს დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.