2021 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის, კინგსლი კომანის ხელში ჩაგდებას ეცდება.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მომავალ წელს სერიოზულ გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი გარემარბი იქნება.
წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღონ.
თუმცა, თუ ჰანს ფლიკის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავუჯერებთ, სადაც ის კომანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად მოიხსენიებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ "ბაიერნი" მას იოლად შეელიოს.