"ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" შეხვედრის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კინგსლი კომანმა დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერის ტრავმა სერიოზული არ არის და ის უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება გუნდს.
წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის არეში მცირე დაჭიმულობა იგრძნო და გართულებების თავიდან ასარიდებლად შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ ახლა ბუნდესლიგაში ზამთრის შესვენებაა და "ბაიერნი" 3 იანვრამდე მატჩს არ ატარებს. შესაბამისად, კომანი ამ პერიოდში ძალების აღდგენას და "უნიონთან" გუნდის დახმარებას მოახერხებს.