მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
"ლონდონში ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო. ეს მულტიკულტურული ქალაქია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ინგლისის სახეც. ეს პერიოდი კარგად მახსენდება."
"არსენალში გადასვლა დიდი რისკი იყო, თუმცა, მე იქ გავიზარდე როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. კომფორტის ზონიდან გასვლა, ოჯახის, სკოლისა და მეგობრების დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ყველაფერი გამომადგა"
"ვესტ ბრომვიჩში საქმეები კარგად არ წამივიდა, შანსი იშვიათად მეძლეოდა, მაგრამ ამან ერთი რამ მაინც მასწავლა, არასოდეს შეწყვიტო განვითარება. მე მჯეროდა ჩემი თავის და ვმუშაობდი ყოველდღიურად პროგრესისთვის."
"ვფიქრობ, ამ გუნდში რომ არ გადავსულიყავი, მე დღეს "ბაიერნში" არ ვიქნებოდი და ვერ მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას."
"დიდი ამბიციები მაქვს და პირველ რიგში მსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში მოვხვდე. ასევე მსურს ოქროს ბურთის მოგებაც. რატომაც არა, ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს უნდა სურდეს ეს." - აცხადებს გნაბრი.