ჟერომ ბოატენგის მომავალთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი "ბაიერნის" მესვეურებს შეხვდა და განუცხადა, რომ ის გუნდში დასარჩენად მზადაა ხელფასი შეიმციროს.
მოგეხსენებათ, ბოატენგს ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონი ევროა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორია "ბაიერნის" პოზიცია. დიდი ალბათობით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ზაფხულში უპამეკანოს დაიმატებს, მაშინ ბოატენგს გუნდის დატოვება მოუწევს.