ლონდონის "ჩელსის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე გამოჩნდა.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მოგეხსენებათ, ზულეს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენურ გრანდს არ სურს დავიდ ალაბას მსგავსი სცენარი განვითარდეს, მაშინ კლუბს ზულეს გაყიდვა მომავალ ზაფხულშივე მოუწევს.