მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ გამოცემა Spox-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ჰოფენჰაიმთან გატანილმა გოლმა ძალიან გამახარა, რადგან დიდი ხნის მანძილზე არ მქონდა გატანილი. ეს ფაქტი მაღიზიანებდა, თუმცა მშრალი სერია შეწყდა."
"ჩემი სათამაშო სტილი არის თანაგუნდელებისთვის საგოლე მომენტების შექმნა. არ არის აუცილებელი მცველებს დრიბლინგით გავცდე, მიზანი გოლია."
"არ ვფიქრობ რომ კვლავ ისევე კარგად ვთამაშობთ, როგორც გასულ წელს. ეს ლოგიკურია, რადგან მუდამ ერთნაირად უმაღლეს დონეზე ვერ იქნები."
"გვაკრიტიკებენ, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენი სათამაშო სტილი მეტოქის ნახევარზე ბევრ მოძრაობას მოითხოვს და ასეთ დროს მათ შანსი ექნებათ, რომლის გამოყენებაც საკმარისი სისწრაფეების შემთხვევაში შეუძლიათ."
"როგორც ფლიკი, ასევე მთელი გუნდი გაბრაზებულები ვართ თასიდან გამოვარდნით, მაგრამ თავის მხრივ ამან დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაც მოგვცა."
"მიულერი თავისი მენტალობის წყალობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის ყოველთვის ფოკუსირებულია გამარჯვებაზე და ეს ემოცია გუნდზეც გადააქვს." - აცხადებს გნაბრი.