დღეს, 4 თებერვალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მეტოქე გაირკვა.
მასპინძელი "ალ დუჰაილისა" და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, "ალ აჰლის" შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ, 0:1 დასრულდა და შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" 1/2 ფინალურ ეტაპზე სწორედ ეგვიპტურ კლუბს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ ჩრდ. ამერიკულმა "ტიგრესმა" თავის მეტოქე აზიურ "ულსანს" სძლია 2:1 და მეორე ნახევარფინალურ წყვილში ეს გუნდი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ "პალმეირასს" შეხვდება.
"ბაიერნისა" და "ალ აჰლის" შეხვედრა ორშაბათს, 8 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.