მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთი ხმაურიანი არშემდგარი ტრანსფერი არსებობს, თუმცა, ალბათ "ბაიერნის" ფანებისთვის ბოლო წლებში 2 ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია. ესენია ნეიმარისა და კრისტიანო რონალდუს ტრანსფერები.
ევროპულმა გამოცემამ სულ ცოტა ხნის წინ ხსენებული არშემდგარი ტრანსფერები გაიხსენა.
ნეიმარის დამატების შანსი "რეკორდმაისტერს" 2013 წელს ჰქონდა. მაშინ "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის დამატებას სწორედ გერმანული გრანდიც ცდილობდა. საბოლოოდ კლუბმა მარიო გიოტცეზე შეაჩერა არჩევანი და ნეიმარი "ბლაუგრანაში" აღმოჩნდა.
რაც შეეხება რონალდუს, 2018 წელს, როდესაც პორტუგალიელი მადრიდის "რეალს" ტოვებდა, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ის ბუნდესლიგაში გადმობარგდებოდა. თუმცა, მაშინ "ბაიერნმა" ასაკისა და მაღალი ხელფასის გამო უარი თქვა რონალდუს შეძენაზე.