მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული დაიოტ უპამეკანოს დამატებით და კლუბი ამას ღიად აფიქსირებს. თუმცა, ტრანსფერში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველის დამატებით კიდევ არაერთი გრანდი დაინტერესდა, მათ შორის "ლივერპული" და "ჩელსი".
წყაროს ცნობით, ორივე ინგლისური გუნდი მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი ზაფხულშივე გადაიხადოს, მაშინ, როცა "ბაიერნს" ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერის" რიგებს დავიდ ალაბა ტოვებს და კლუბს მის შემცვლელად სწორედ უპამეკანო სურს.