მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდებმა 1974 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და დღევანდელი გუნდები შეადარეს ერთმანეთს.
ბეკენბაუერი: "ტალანტების მხრივ ორივე გუნდი გამორჩეულია. ვფიქრობ, შეხვედრა ფრედ მორჩებოდა, თუმცა 74 წლის გუნდის მცირედი უპირატესობით. გერდ მიულერის ასაყვანად 2-3 ფეხბურთელი იქნებოდა საჭირო. ვფიქრობ, ის დუბლის გაფორმებას შეძლებდა."
ლევანდოვსკი: "ვფიქრობ, სისწრაფეებისა და ტაქტიკის, ასევე ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით დღევანდელი გუნდი მოიგებდა. თუმცა, გადაჭრით რაიმეს თქმა გუნდია 40-50 წლის წინანდელ გუნდთან შედარების დროს. ფეხბურთი ყოველ 10 წელიწადში იცვლება და ვითარდება."
ფრანც როთი: "ჩემი აზრით 3:1 მოვიგებდით. უკეთესი ინდივიდუალისტები გვყავდა. დაცვის ხაზი ფაქტობრივად უნაკლოდ გამოიყურება, შეტევაში კი გერდ მიულერი გვყავდა, რომლისთვისაც სეზონში 30 გოლი არაფერს წარმოადგენს."
ოტმარ ჰიტცფელდი: "ორივე გუნდს ბრწყინვალე ფეხბურთელები და მწვრთნელები ჰყავს. გამარჯვებულის გამოსავლენად 90 ან სულაც 120 წუთი არ იქნებოდა საკმარისი. ვფიქრობ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდებოდა."