მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკიდან უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
გერმანული გამოცემების ცნობით, "რეკორდმაისტერის" ლიდერს, თომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გერმანელი შემტევი უკვე იზოლაციაში არის გადაყვანილი. საბედნიეროდ, სხვა ყველა ფეხბურთელის პასუხი ტესტზე უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ გუნდს ყატარში ჩაფრენის შემდეგ აკრძალული ჰქონდა სასტუმროსა და სავარჯიშო ბაზის დატოვება და უცნობია, საიდან გადაედო მიულერს ვირუსი.