მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ტიგრესის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ვულოცავ ჩემს გუნდს. მათ ისტორიული შედეგი დაამყარეს და 6 ტიტული მოიგეს. ისეთი წარმატებული გუნდისთვისაც კი, როგორიც "ბაიერნია", ეს ყველაზე წარმატებული სეზონია ისტორიაში."
"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაგვიყენებია. მინდორზე ვდომინირებდით და სრულად დავიმსახურეთ მოგება."
"თავის მხრივ "ტიგრესმა" სრულიად დაიმსახურა ფინალში თამაში. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელმაც ბევრს მიაღწია."
"თამაშამდე მიულერს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ცოტა დაღლილია. თუმცა, ეს ლოგიკურია. როდესაც მსგავს დიაგნოზს გისვამენ, თავში ათასი რამ გიტრიალებს. სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობს და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.