საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" 1:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
გამარჯვების მიუხედავად იდეალურად არ ჩაუვლია მატჩს "რეკორდმაისტერისთვის". გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრმა, სერჟ გნაბრიმ დაზიანება მიიღო.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელ ვინგერს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და სწორედ ეს გახდა მისი შეცვლის მიზეზი გუშინდელ შეხვედრაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ გნაბრიმ "ლაციოსთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გამოტოვოს.
შეგახსენებთ, რომ ასევე კორონავირუსის გამო "ბაიერნს" ამჟამად ლეონ გორეცკა, ხავი მარტინესი და თომას მიულერი ვერ ეხმარებიან.