მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის დაიოტ უპამეკანო ოფიციალურად გაიფორმა.
საინტერესოა, როგორი იქნება "რეკორდმაისტერის" შემადგენლობა მომავალ სეზონში მას შემდეგ, რაც ფრანგი მცველი გუნდს შეუერთდება.
სავარაუდოდ, უპამეკანო მომავალი წლიდან დავიდ ალაბას ადგილს დაიკავებს, რომელიც დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.
გერმანული გამოცემების ცნობით, მომავალი სეზონიდან ჰანს ფლიკი ლუკას ერნანდესი დაცვის ცენტრში განმწესებას აპირებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომავალ სეზონში "ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირი უნდა იყოს.
ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.