გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ორ ფეხბურთელზე, რომლებსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდებათ, გადაწყვეტილება მიიღო. ესენი არიან ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და დუგლას კოშტა.
წყაროს ცნობით, კლუბში კამერუნელი ფორვარდის გარჯით კმაყოფილები არიან. ის სრულად იხარჯება მინდორზე და ვარჯიშებზე. ასევე, ერიკს ძალიან კარგი ატმოსფერო შემოაქვს "ბაიერნის" გასახდელში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კლუბმა გადაწყვიტა, რომ ჩუპო-მოტინგს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს და დიდი ალბათობით, კამერუნელი მომავალ სეზონსაც მიუნხენში გაატარებს.
რაც შეეხება დუგლას კოშტას. სამწუხაროდ, ბრაზილიელმა გამოჩენა მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხა, შესაბამისად იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ კლუბი მას "იუვენტუსში" დააბრუნებს.